2011-10-25
ბრძანება №:113/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ – კურსის ,,ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების სტრატეგიები და მეთოდები (ინტენსიური სწავლების კურსი)” დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ – კურსის  ,,ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების სტრატეგიები და მეთოდები (ინტენსიური სწავლების კურსი)” დამტკიცების შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №76/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის მე-2 მუხლის მე-6 და მე-7 ქვეპუნქტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2011 წლის 25 ოქტომბრის №29315/02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ - კურსი ,,ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების სტრატეგიები და მეთოდები (ინტენსიური სწავლების კურსი)” (დანართი №1).
  2. ბრძანების შესრულებაზე თავისი კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს.
  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი                                                                                            ალექსანდრე კვიტაშვილი 
« უკან დაბრუნება