2017-01-10
ბრძანება №:19/02-04

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 26 დეკემბრის №1136/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო   დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის   26 დეკემბრის №1136/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01 და 2016 წლის   20 ოქტომბრის №183/01-01 ბრძანებების, ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის თ. დოლბაიას 28.12.2016წ. №46524/02 და 29.12.2016წ. №46631/02 მიმართვების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის   დ. კანდელაკის 29.12.2016წ. №46657/02 და 06.01.2017წ. №244/02 დასკვნების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილებები "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 26 დეკემბრის №1136/02-04 ბრძანებაში და ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით;              
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  ნ. ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება