2018-03-21
ბრძანება №:57/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის და  57-ე მუხლის, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების №1   დანართით   დამტკიცებული  ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების’’  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის  ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9  და მე-12 პუნქტების,  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  2018 წლის 15 მარტის №5037/10 წერილის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმის მომზადების უზრუნველსაყოფად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფროსის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) კახაბერ ჭეიშვილი -რექტორის კონსულტანტი -სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) მარინა ჩავლეიშვილი -ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;    
ი) დალი კანდელაკი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი  - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) ირაკლი ღარიბაშვილი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის  დირექტორი -სამუშაო ჯგუფის წევრი;    
მ) თამარ ვეფხვაძე - კანცელარიის უფროსი -სამუშაო ჯგუფის წევრი;   
ნ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი -  სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი -  სამუშაო ჯგუფის წევრი;    
პ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;  
ჟ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;    
რ) მაია ჩიღვინაძე - საგამოცდო ცენტრის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;    
ს) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;   
ტ) გიორგი გორაშვილი - დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
უ) ანა ჟორჟოლიანი -  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასებების განყოფილების უფროსი -სამუშაო ჯგუფის მდივანი.   
2.დაევალოს სამუშაო ჯგუფს უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის საბოლოო ვერსიის მომზადება არაუგვიანეს 2018 წლის 30 მარტისა.  
3.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი        გიორგი  შარვაშიძე

« უკან დაბრუნება