2014-05-19
ბრძანება №:520/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ქვეპუნქტების,   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01  და 2014 წლის 4 აპრილის №54/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის   2014 წლის 15 მაისის  №15414/02  დასკვნის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის მ.შ. თ.მახარაძის 08.05.2014წ. №14862/02 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის მაგისტრანტები 54665.01 ლარით, დანართი №1-ის მიხედვით;
2.  დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                  დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება