ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ (ბრძანება N14/01–03)
ბრძანება № 14/01–03
01.06.2007 წ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე, 34-ე მუხლების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 18.05.2006 წლის #2/300 ბრძანების, "ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" რექტორის 01.05.2007 წლის # 31/02-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დაინიშნოს 2007 წლის 31 მაისიდან 2010 წლის 31 მაისამდე ჯამლეტ ჯანჯღავა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ ნ. ლაცაბიძეს უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
4. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 31.05.07წ #6953/02 წარდგინება.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება