2013-06-28
ბრძანება №:65/01-01
,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში თურქ მსენელთათვის ქართულ ენაში ფინალური გამოცდის ჩატარების წესისა და კომისიის შექმნის შესახებ’’ ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 19 ივნისის 61/01–01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში თურქ მსენელთათვის ქართულ ენაში ფინალური გამოცდის ჩატარების წესისა და კომისიის შექმნის შესახებ’’ ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 19 ივნისის 61/01–01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 19 ივნისის №61/01-01 ბრძანებაში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომები, კერძოდ, ნაცვლად ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებისა’’ მითითებული უნდა ყოფილიყო ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილება.’’
ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა”, ,,ს” და ,,ტ” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში თურქ მსენელთათვის ქართულ ენაში ფინალური გამოცდის ჩატარების წესისა და კომისიის შექმნის შესახებ’’ ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებაში გასწორდეს შემდეგი ტექნიკური ხარვეზები:
ა) ბრძანების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით –
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა”, ,,ს” და ,,ტ” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილების უფროსის 2013 წლის 17 ივნისის №17202/02 კორესპონდენციის საფუძველზე.’’
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით –
,, 1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში თურქ მსენელებისათვის ქართულ ენაში ფინალური გამოცდის თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 19-20 ივნისი’’.
გ) ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით –
,, 5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებას’’.
2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება