2017-11-03
ბრძანება №:225/01-01

2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ თსუ-სთან პარტნიორობის ფარგლებში თსუ-ს დოქტორანტურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ თსუ-სთან პარტნიორობის ფარგლებში თსუ-ს დოქტორანტურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის  დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,   54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (19941/01; 03.11.2017) საფუძველზე
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    ჩატარდეს კონკურსი 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტის მიერ თსუ-ს დოქტორანტურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი ორკვირიანი კვლევითი სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 6 ნოემბერს 13:00 საათზე, თსუ პირველ კორპუსში, ოთახი № 101 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
a)    პროფესორი სიმონ გელაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე;
b)    პროფესორი თამარ ჭუმბურიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;
c)    პროფესორი თეონა ლოდია, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;
d)    გიორგი ჩაკვეტაძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
e)    პროფესორი ბესიკ კალანდაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი     სპეციალისტი – ირინა გამყრელიძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და სტიპენდიატთა შერჩევის წესი (დანართი №1); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №2)
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                                               გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება