2017-02-21
ბრძანება №:17/01-03

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნისა და სტუდენტურ ომბუდსმენად მარიო შიუტცეს დანიშვნის შესახებ


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნისა და სტუდენტურ ომბუდსმენად მარიო შიუტცეს დანიშვნის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნას სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტი.
2. სტუდენტური ომბუდსმენი წარმოადგენს თსუ-ში სტუდენტის განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების, ასევე სხვა ამ უფლებასთან დაკავშირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინსტიტუტს.
3. სტუდენტური ომბუდსმენი საქმიანობას ახორციელებს ანაზღაურების გარეშე.
4. სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თსუ-ში სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტების გამოვლენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამგვარ ფაქტებზე რეაგირება და უნივერსიტეტისათვის სარეკომენდაციო წინადადებების წარდგენა ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სრულფასოვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად, სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით წარმოქმნილ კონფლიქტურ ურთიერთობებში მხარეებს შორის მედიატორის (შუამავლის) ფუნქციის შესრულება.
5. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ ომბუდსმენად დაინიშნოს მარიო შიუტცე.
6. სტუდენტური ომბუდსმენი საქმიანობას შეუდგეს სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცებისთანავე. სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობის ინსტრუქციის პროექტი სტუდენტური ომბუდსმენის მიერ დასამტკიცებლად წარედგინოს უნივერსიტეტის რექტორს, არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტი.
7. ბრძანების თსუ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო გაცნობის მიზნით განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტს.
8. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
10. წინამდებარე ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6.



რექტორი                                                                                                     გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება