2012-01-30
ბრძანება №:09/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

    ა(ა)იპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ  

 „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“,„ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და "საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ–ს აკადემიური საბჭოს  2011 წლის 29 ივნისის #57 დადგენილების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.    გამოცხადდეს მიღება ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011–2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის #57 დადგენილებით დამტკიცებულ სადოქტორო პროგრამებზე;
2.    განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის  დოქტორანტურაში მიღების ვადები:

)  საბუთების მიღება –  6 – 14 თებერვალი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 17 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 თებერვალი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 21 – 23 თებერვალი ;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 24 თებერვალი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 27 - 29 თებერვალი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 1 – 6 მარტი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 9 მარტი.

3.    განისაზღვროს თსუ–ს საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ)მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა ;
ვ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
ზ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი     
 (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის  დამოწმებული
ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
კ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის  საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.









რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი                                                                                                      ლევან ალექსიძე

« უკან დაბრუნება