ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება უნივერსიტეტში ბეჭდებსა და ბლანკებზე ახალი სახელმწიფო გერბის გამოყენებასთან დაკავშირებით გასატარებლად ღონისძიებათა შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 4 თებერვლის N14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ბრძანება N01-01/02)
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბეჭდებსა და ბლანკებზე ახალი სახელმწიფო გერბის გამოყენებასთან დაკავშირებით გასატარებლად ღონისძიებათა შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 4 თებერვლის N14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 23–ე და 24–ე მუხლებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ბეჭდებსა და ბლანკებზე ახალი სახელმწიფო გერბის გამოყენებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის N24 ბრძანების საფუძველზე
ვბრძანებ:
- შეტანილ იქნეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბეჭდებსა და ბლანკებზე ახალი სახელმწიფო გერბის გამოყენებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ 2005 წლის 4 თებერვლიდან N14 ბრძანებაში და მე–3 და მე–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. დამტკიცდეს უნივერსიტეტის, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წერილისა და ბრძანების ბლანკების ფორმები თანდართული ნიმუშების მიხედვით (დანართი 1–6);
4. გაუქმებული წერილის ბლანკისა და ბრძანების ბლანკის ფორმების განადგურება დადგენილი ნორმის მიხედვით დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა)“.
- ბლანკისა და ბრძანების ფორმების შენახვისა და გაცემის კონტროლი დაევალოს საერთო განყოფილებას.
- ბრძანება გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს უნივერსიტეტის ელექტრონულ გვერდზე.
- ბრძანება ძალაშია 2007 წლის 8 იანვრიდან.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა
« უკან დაბრუნება