2010-09-14
ბრძანება №:1174/01-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამაგისტრო პროგრამის შეცვლის მსურველი მაგისტრანტების გადმოყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  სამაგისტრო პროგრამის შეცვლის  მსურველი მაგისტრანტების გადმოყვანის წესით  ჩარიცხვის შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56–ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის" და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წერილი №04-3514 10.09.2010 (22653/02 13.09.2010) საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. ჩაირიცხონ 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ–ში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  სამაგისტრო პროგრამის შეცვლის  მსურველი მაგისტრანტები გადმოყვანის წესით ფაკულტეტების შესაბამისად შემდეგი სტუდენტები:
        1)    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 1).
  2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს (თ.იმედაძე) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
  3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
  4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                                                  ა.კვიტაშვილი 

« უკან დაბრუნება