2014-03-12
ბრძანება №:29/02-01

"ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული "საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის" მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის, მე-7 მუხლისა და უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2014 წლის 10 მარტის №8494/02 კორესპონდენციის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 26 თებერვლის №22/02-01 ბრძანებისა და ერმი ქემოკლიძის 2014 წლის 12 მარტის №8805/02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი #1-ში ცვლილება და დანართი №1-ს "ბ" ნაწილის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"16.1. თეონა ხაინდრავა _ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის 
ადმინისტრაციული მენეჯერი, კომისიის თავმჯდომარე; 
16.2. სალომე ფირცხალავა _ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სპეციალისტი (ფინანსური მენეჯერი);
16.3. მარინა თედორაძე _ საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 
16.4. ნინო ბერიშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 
16.5. ირაკლი თევდორაძე - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მატერიალური რესურსების მენეჯერი; 
16.6. ლევან ჯღარკავა _ საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის ოპერაციების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.”
2. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია 2014 წლის 01 აპრილიდან.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                    ე. ქემოკლიძე 

« უკან დაბრუნება