2019-02-11
ბრძანება №:36/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ANTARES და KM3NeT საერთაშორისო თანაშრომლობის 2019 წლის კონფერენცია“ კონფერენციის ჩატარებისა და საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების თობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ANTARES და KM3NeT საერთაშორისო თანაშრომლობის 2019 წლის კონფერენცია“ კონფერენციის ჩატარებისა და საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების თობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-12 პუნქტებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის 2018 წლის 24 დეკემბრის №26588/10, 2019 წლის 04 იანვრის N47/10 და 2019 წლის 18 იანვრის N756/10 კორესპონდენციების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლის 25 თებერვალიდან - 1 მარტის ჩათვლით გაიმართოს
„ANTARES და KM3NeT საერთაშორისო თანაშრომლობის 2019 წლის კონფერენცია“.
2. კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს კონფერენციის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ალექსანდრე ცისკარიძე - რექტორის მოადგილე - საორგანიზაციო კომისიის
თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) მიხეილ ნიორაძე - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი
ინსტიტუტის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ე) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე -
საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) რევაზ შანიძე - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) გოგიტა პაპალაშვილი - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ)
გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი -
საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი -
საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ირაკლი ხარჯავანიძე - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი -
საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) ლალი ხარხელაური - უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - საორგანიზაციო კომისიის მდივანი.
3.
დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა
განხორციელდეს საკონფერენციო გრანტით (საგრანტო ხელშეკრულების №MG-ISE-18-804, 10.09.2018 წ.) გამოყოფილი 44050 ლარის ფარგლებში (დანართი №1).
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის
სათანადო ტექნიკური აღჭურვილობითა და კონფერენციის ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
7. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება