2012-03-28
ბრძანება №:51/01-01

,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევის წესის, კვოტებისა და უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოების არჩევნების ჩატარების თარიღის განისაზღვრის შესახებ” ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 14 მარტის #41/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუქტის ,,ა”, ,,ს” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ლევან ალექსიძისათვის დროებით რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 16 მარტის #45/01-01 ბრძანების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევის წესის, კვოტებისა და უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოების არჩევნების ჩატარების თარიღის განისაზღვრის შესახებ” ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 14 მარტის #41/01-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების დანართი #6 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებას თანდართული რედაქციით.  
2. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,                      ლევან ალექსიძე
პროფესორი

« უკან დაბრუნება