2013-01-10
ბრძანება №:01/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 31 დეკემბრის 46/04 ერთობლივი ბრძანების ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის რ. ბოჭორიშვილის 2013 წლის 4 იანვრის №39/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ,  ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად;
  2. უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ  6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  3. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც  აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  4. უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
  5. კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 9 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 11 თებერვლიდან 2013 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2013 წლის  პირველი მარტისა;
  6. კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა სამსახურში მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:
    ა)    გეოგრაფიის  მიმართულება

    ქვემიმართულება: ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, ოკეანოლოგია ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული.

    ბ)    ინტერდისციპლინური (ფიზიკა, ბიოლოგია) მიმართულება

    ქვემიმართულება: ბიოფიზიკა

    სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული.

    გ)  ფიზიკის მიმართულება

    ქვემიმართულება: კონდენსირებული გარემოს ფიზიკა (მიკრო და ნანოელექტრონიკა)

    ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული.

    დ)    კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება

    ქვემიმართულება: თეორიული ინფორმატიკა

    ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

    ე)    ბიოლოგიის მიმართულება

    ქვემიმართულება: ბიომრავალფეროვნება (ბოტანიკა)

    ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული.

  7. სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
    ა)   განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

    ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე CD-ზე ჩაწერილი saxeli.gvari.doc და saxeli.gvari.pdf ფაილების სახით)
    - PDF  Word
    გ)   პირადობის მოწმობის ასლი;

    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    ე)   სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

    ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ზ)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი.

    თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

  8. ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
    ა)   განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

    ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე CD-ზე ჩაწერილი saxeli.gvari.doc და saxeli.gvari.pdf ფაილების სახით);

    გ)   პირადობის მოწმობის ასლი;

    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    ე)   სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

    ვ) სამოტივაციო წერილი.

  9. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება  2013 წლის 11 თებერვლიდან 2013 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, II სართული, ოთახი N 232;
  10. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში";
  11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
  12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
  13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.    

 
რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება