2017-02-16
ბრძანება №:27/01-01
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის ბიზნესის ასპირანტურაში სამეცნიერო ხარისხის მაძიებელ პაატა კუბლაშვილის 2017 წლის 31 იანვრის N454/10 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის ბიზნესის ასპირანტურაში სამეცნიერო ხარისხის მაძიებელ პაატა კუბლაშვილის 2017 წლის 31 იანვრის N454/10 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილების, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №146 და 2010 წლის 15 ნოემბრის №346 დადგენილებებისა და პაატა კუბლაშვილის 2015 წლის 31 მარტის №11972/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის ბიზნესის ასპირანტურაში სამეცნიერო ხარისხის მაძიებელ პაატა კუბლაშვილის 2015 წლის 31 მარტის N11972/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
დავით ბოსტოღანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)
თამთა მამულაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
გ)
ეკა ენუქიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი;
დ) თამარ ვეფხვაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ე) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მაოდგილე;
ვ) შორენა წენგუაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
ზ) შორენა ჩარბაძე - იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
თ) ელზა ჩაჩანიძე - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე