2020-09-10
ბრძანება №:581/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაიცა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, რექტორის 2020 წლის 7 სექტემბრის №568/01-04 ბრძანებისა და დანართებში მითითებული სტუდენტების განცხადებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. მიეცეთ 2020-2021 სასწავლო წლიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩარიცხულ სტუდენტებს ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი№4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი№ 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი№6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№7);
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე