2019-12-25
ბრძანება №:329/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნოდარ ელიზბარაშვილის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნოდარ ელიზბარაშვილის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, მე-11 პუქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2019 წლის 23 დეკემბრის N25195/28 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ   ნოდარ ელიზბარაშვილის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი” (დანართი N1).
2.  ნოდარ ელიზბარაშვილის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნოდარ ელიზბარაშვილი  - სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ვაჟა ტრაპაიძე - სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
გ) ლია   მაჭავარიანი   -   სსიპ    ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის წევრი);
დ) იოსებ სალუქვაძე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
ე) ზურაბ სეფერთელაძე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
ვ) გიორგი მელაძე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი, მდივანი).
3. დაევალოს  კანცელარიას  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ნინო ოკრიბელაშვილი

« უკან დაბრუნება