2010-10-15
ბრძანება №:232/02-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომისა და დიპლომის დანართის შეცვლის, ან დუბლიკატის დამზადების, დიპლომის ყდის და სტუდბილეთის დუბლიკატის გაცემის პროცედურის დარეგულირებისა და ცალკეული მომსახურების ტარიფის დადგენის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 15 მაისის №61/02–01 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობისა და მასში დამატების შეტანის თაობაზე

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომისა და დიპლომის დანართის შეცვლის, ან დუბლიკატის დამზადების, დიპლომის ყდის და სტუდბილეთის დუბლიკატის გაცემის პროცედურის დარეგულირებისა და ცალკეული მომსახურების ტარიფის დადგენის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 15 მაისის №61/02–01 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობისა და მასში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია სტუდენტისათვის სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო დიპლომის სტანდარტული დანართით გადაცემა. ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  - დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანება განსაზღვრავს: დედნის ძალის მქონე დიპლომის მეორე ცალის  - დუბლიკატის,  გაცემას იმ პირზე, რომლის დიპლომი დაიკარგა, განადგურდა ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი. ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №149 ბრძანება ადგენს დიპლომის დანართის ფორმების  უფასოდ გაცემას, ამასთან აღნიშნული ბრძანება საერთოდ არ ითვალისწინებს ისეთ ტერმინს როგორიც არის ,,დიპლომის დანართის დუბლიკატი“. ამდენად, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 15 მაისის №61/02–01 ბრძანებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დიპლომის, დიპლომის დუბლიკატის,  დიპლომის დანართის, დიპლომის დანართის დუბლიკატის გაცემის/შეცვლის სანცვლოდ საფასურის გადახდა დადგენილია ნორმატიული საფუძვლის გარეშე, რაც, ასევე წინააღმდეგობაში მოდის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 53-ე მუხლის მე-3 ნაწილთან.  
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი  ნაწილის,  601–ე  მუხლის  პირველი  და  მე–3  ნაწილების,  მე–7

ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის გაცემის წესი“–ს მე-2 და მე–51 მუხლების, ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №149 ბრძანების მე–2 პუნქტის, საფუძველზე,  

ვბრძანებ:

  1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომისა და დიპლომის დანართის შეცვლის, ან დუბლიკატის დამზადების, დიპლომის ყდის და სტუდბილეთის დუბლიკატის გაცემის პროცედურის დარეგულირებისა და ცალკეული მომსახურების ტარიფის დადგენის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 15 მაისის №61/02–01 ბრძანების:
    ა)  პირველი პუნქტი ბათლიად იქნეს ცნობილი წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის მომენტიდან.
    ბ) მე–3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–31 პუნქტი:
    ,,31. სტუდბილეთის დუბლიკატის გაცემის შემთხვევაში სტუდენტი იხდის საფასურს 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით.“
  2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. ბრძანება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადების დღიდან.
  5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).





ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოავლეობის შემსრულებელი                                                  დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება