2011-07-25
ბრძანება №:74/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების გამოცხადების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების გამოცხადების  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა                 და "საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს         2011 წლის 29 ივნისის #57 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე;
  2. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის  მაგისტრატურაში მიღების ვადები:
    ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება –  29 აგვისტო – 8 სექტემბერი;

    ბ) გამოცდა  უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდა) –  12 სექტემბერი;

    გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი;

    დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 14 -16 სექტემბერი;

    ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;

    ვ) გასაუბრება (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის
    კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ გასაუბრება) –  20 სექტემბერი;
    ზ) გამოცდა სპეციალობაში –   21 სექტემბერი;

    თ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 23 სექტემბერი;

    ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 26 – 28 სექტემბერი;

    კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 29 სექტემბერი;

    ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 30 სექტემბერი – 7 ოქტომბერი;

    მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება -  8 ოქტომბერი.


  3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:
    ა) საბუთების მიღება – 5 - 13 სექტემბერი;

    ბ) გამოცდა უცხო ენაში – 15 სექტემბერი;

    გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;

    დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 19 – 21 სექტემბერი;

    ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 22 სექტემბერი;

    ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 23 – 27 სექტემბერი;

    ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 28 სექტემბერი –     7 ოქტომბერი;

    თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება _ 8 ოქტომბერი.


  4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  6. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორი                                ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება