2014-09-09
ბრძანება №:148/01-01
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 23 ივნისის №96/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №20917/02, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2014 წლის 12 აგვისტოს №24713/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 27 აგვისტოს №26030/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 1 სექტემბრის (№26321/02, №26322/02), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 27 აგვისტოს №25956/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 4 სექტემბრის №27439/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 23 ივნისის №96/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“, ,"გ”, ,,დ“ და "ე” ქვეპუნქტებით დამტკიცებულ №2, №3, №4 და №5 დანართებში:
ა) №2 დანართის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. საბაკალავრო პროგრამა - რუსული ფილოლოგია (რუსულენოვანი) – 8“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. სამაგისტრო პროგრამა - ეთნოლოგია - 4“;
გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,18. სამაგისტრო პროგრამა - სლავური ფილოლოგია - 2".
დ) №3 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საბაკალავრო პროგრამა - საერთაშორისო ურთიერთობები – 13“;
ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. სამაგისტრო პროგრამა – დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა – 7“;
ვ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. სამაგისტრო პროგრამა - ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი) – 5“;
ზ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,17. სამაგისტრო პროგრამა – მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები – 4“;
თ) №4 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საბაკალავრო პროგრამა - ეკონომიკა – 12“;
ი) №5 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. სამაგისტრო პროგრამა - ევროპისმცოდნეობა – 2“;
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.
ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა