2011-03-01
ბრძანება №:31/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის (გეოფიზიკისა და იონოსფეროს) გამგის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის (გეოფიზიკისა და იონოსფეროს) გამგის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე და სხვა პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 22 თებერვლის №24/02-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ ბოჭორიშვილის 2011 წლის 22 თებერვლის №3721/02 და 2011 წლის 25 თებერვლის №4098/02 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის (გეოფიზიკისა და იონოსფეროს) გამგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
- კონკურსი გამოცხადდეს 2011 წლის 1 მარტს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 15 აპრილამდე;
- კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში.
- კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის (გეოფიზიკისა და იონოსფეროს) გამგის 1 საშტატო ერთეულზე.
- ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 610 (ექვსას ათი) ლარით.
-
ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) სამოქმედო გეგმა ან/და მოტივაცია საკონკურსო თანამდებობის ფარგლებში;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.
-
ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება;
-
დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის (გეოფიზიკისა და იონოსფეროს) გამგის თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ალექსანდრე შენგელაია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) არჩილ უგულავა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;
გ) ნანა შათაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;
დ) თამაზ კერესელიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;
ე) ვაჟა ბერეჟიანი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;
ვ) მერაბ ელიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;
ზ) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - მდივანი;
თ) ალექსანდრე თევზაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ი) გიორგი ღვედაშვილი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი;
-
დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის (გეოფიზიკისა და იონოსფეროს) გამგის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი ( დანართი 1 );
-
საბუთების მიღება იწარმოებს თსუ II კორპუსში 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 14 აპრილის ჩათვლით ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (II კორპუსი) მე-2 სართული, ოთახი №234.
- ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაინტერესებული პირისა და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
- ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე