2009-04-23
ბრძანება №:44 / 01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის         29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების  ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
  2. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
  3. კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 23 აპრილს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა  განისაზღვროს 2009 წლის 25 მაისიდან 2009 წლის 25 ივნისის ჩათვლით;
  4. კონკურსი ცხადდება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ქვემიმართულება _ საერთაშორისო ურთიერთობების თეორია - ასისტენტ-  პროფესორის 1 საშტატო ერთეული; ნაციონალიზმის თეორია _ ასისტენტ - პროფესორის 1 საშტატო ერთეული;
  5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
    გ) ავტობიოგრაფია (CV);
    დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;
    ე) სამოტივაციო წერილი.
  6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს კანცელარიაში 2009 წლის 25 მაისიდან 2009 წლის 25 ივნისის ჩათვლით, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #3 (II კორპუსი);
  7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს       თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

    საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება #5604/02 13.03.2009წ.

 

რექტორი, პროფესორი
                                     გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება