2011-03-02
ბრძანება №:27/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის ვადებისა და საგამოცდო კომისიის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის ვადებისა და საგამოცდო კომისიის დამტკიცების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და დეკანის წარდგინების (4033/02 25.02.2011) საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის ვადები:

    ა) მაგისტრატურაში მისაღები უცხო ენის გამოცდა– 2 მარტს

    ბ) აპელაციაზე განცხადებების მიღება იწარმოებს –  3 მარტს

    გ) აპელაცია შედგება – 4 მარტს


  2. დამტკიცდეს 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები საგამოცდო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

    ა) ვასილ კაჭარავა – თსუ ასოცირებული პროფესორი

    ბ) ქეთევან ანთელავა – თსუ ენების ცენტრი

    გ) გიორგი კლდიაშვილი – თსუ ასისტენტ–პროფესორი.


  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი                                       ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება