2018-10-24
ბრძანება №:278/02-01
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (არაორგანული ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 ოქტომბრის N261/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (არაორგანული ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 ოქტომბრის N261/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2018 წლის 19 ოქტომბრის N21817/28 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (არაორგანული ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 ოქტომბრის N261/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ .
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად’’.
გ) ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე’’.
დ) ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ლაბორატორიის გამგის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) სამოქმედო გეგმა საკონკურსო თანამდებობის ფარგლებში;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად’’.
ე) ბრძანების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ავთანდილ ქორიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მაია რუსია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - მდივანი;
გ) მიხეილ გვერდწითელი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ) ქრისტინე გიორგაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი’’.
ვ) ბრძანების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9.დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1 )’’.
2.
ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა