2010-06-22
ბრძანება №:130/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის მდივნის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის მდივნის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის მდივნის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) რომან ხარბედია _ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის  შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარე
2)  ნინო ლაპიაშვილი _ ევროპული კვლევების ინსიტუტის დირექტორი
3)  ლელა ბენიძე _ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი

2.  კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე განხორციელდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 24 მარტის №65/02-01 ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
მეორე ეტაპზე, პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდეს ინტერვიუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 24 მარტის №65/02-01 ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

3.  ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
   საფუძველი:. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 24 მარტის №65/02-01 ბრძანება, 2010 წლის 1 ივნისის №122/02-01 ბრძანება.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის                       
მოვალეობის შემსრულებელი                                  რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება