2019-03-25
ბრძანება №: 76/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“   თსუ-ს   აკადემიური   საბჭოს   2013   წლის   15   ივლისის       №84/2013   წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის
2019 წლის 14 მარტის №4506/32 წარდგინების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019      სასწავლო      წლის      გაზაფხულის      სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე:

1.1.  პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 4  მაძიებელი

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა   პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 25 – 27 მარტი;
2.2. გასაუბრება – 28 მარტი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 29 მარტი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

რექტორი                           გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება