2017-08-11
ბრძანება №:179/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N№135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ. ღლონტის 2017 წლის 26 ივლისის №12217/10, თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2017 წლის 28 ივლისის №12480/10 და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2017 წლის 01 აგვისტოს №12726/1 და 09 აგვისტოს №13242/28 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი №1-ის პირველ მუხლის ,,56”-ე პუნქტი ამოღებული იქნას;
ბ) ბრძანების დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ოთარ თაბორიძე – რესურსების მართვის სამსახურის უფროსი - თსუ-ს მე-2 სასწავლო კორპუსში მდებარე №№:N108; 110; 151; 158; 300 და თსუ-ს მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე №018 კაბინეტებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;
გ) ბრძანების დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,უ” და ,,ფ” ქვეპუნქტები:
,,უ) ცირა ოქრიაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი- თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე №№: 348, 349 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ფ) თამარ თათრიშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი- თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე №№: 348, 349 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;
დ) ბრძანების დანართი №1-ის 30-ე მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,24. თათია მთვარელიძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კოორდინატორი _ საუნივერსიტეტო მაღაზიათა ქსელში სარეალიზაციო წიგნებსა,  კომპიუტერულ   ტექნიკაზე  და №DY00146831 საკონტროლო-სალარო აპარატზე (ი. ჭავჭავაძის გამზ. №1) პასუხისმგებელი პირი”;
ე) ბრძანების დანართი №1-ის 50-ე მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ჭ” პუნქტი:
,,ჭ) ალექსანდრე გვენცაძე – თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი პროექტების ბიუჯეტით შეძენილ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            ნუნუ ოვსიანიკოვა




« უკან დაბრუნება