2014-07-28
ბრძანება №:1130/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2013-2014 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების თაობაზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განისაზღვროს სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2013-2014 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები შემდეგი სახით:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 28 ივლისი-4 აგვისტო;
ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 28 ივლისი – 04 სექტემბერი.
2. მიეცეთ 2013-2014 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში თვითდაფინანსებით სწავლის გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება წინამდებარე ბრძანების №1 დანართში მითითებულ მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს (დანართი 1);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციოტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება