2012-07-05
ბრძანება №:82/01-01

(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს", "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის #77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შესმრულებლის 2012 წლის 15 ივნისის №14443/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 27 ივნისის №15498/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 26 ივნისის №15443/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 22 ივნისის №15057/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 26 ივნისის №15417/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 25 ივნისის №15331/02 და ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2012 წლის 28 ივნისის #15594/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანების #1 დანართის შესაბამისად;
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                             ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება