2014-11-10
ბრძანება №:161/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, კამოეშის ინსტიტუტის პრეზიდენტის, პროფესორ ანა პაულა ლაბორინიოს  2014 წლის 16 ოქტომბრის №36247/02 წერილის საფუძველზე, 
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამოეშის  სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის  შესარჩევად.
2. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
ა) მენეჯერული და ადმინისტრაციული უნარები.
ბ) ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) სულყოფილად ცოდნა. 
დ)  დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
           
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა)  CV ინგლისურ  ენაზე (EuroPass ფორმატში);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მაგისტრის ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ევროპულ უნივერსიტეტში მიღებული განათლება ჩაითვლება პრიორიტეტულად);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
ე) პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ორი სარეკომენდაციო  წერილი ყოფილი ან/და მიმდინარე დამსაქმებლისაგან;
ვ) ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების (არანაკლებ ერთი წელი) დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ;



5. იდენტიფიცირებული კანდიდატები წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას ნოემბრის თვეში (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ)  და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
6. შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. 
7. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამოეშოს  სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2014 წლის 17 ნოემბრისა და კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით; 
8. საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 10 ნოემბრიდან 2014 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „ კამოეშის ცენტრის კოორდინატორი".                                
9. ბრძანება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კამოეშის  სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.tsu.ge-ze.
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

         
ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                        დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება