2010-04-06
ბრძანება №:34/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №295 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის" 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დაინიშნოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები 2010 წლის 27 აპრილს.
  2. დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა.
  3. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                    გიორგი ხუბუა
« უკან დაბრუნება