2012-12-26
ბრძანება №:173/01-01
,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 11 დეკემბრის №166/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 11 დეკემბრის №166/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,პრეზიდენტის სტიპენდიები ბაკალავრიატის წარჩინებულ სტუდენტებს” პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №159 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 20 დეკემბრის №33138/02 და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 24 დეკემბრის №33399/02 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 11 დეკემბრის №166/01-01 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და მე-2 მუხლის ,,ბ” და ,,დ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს 69 სტუდენტი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (მათ შორის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა – დაფინანსდეს 108 სტუდენტი”.
- დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
- დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
-
ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი