2015-01-16
ბრძანება №:07/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიულ მზადებაზე) მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიულ მზადებაზე) მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 08 იანვრის N15/32 (№267/02, 09.01.2015) და 2015 წლის 15 იანვრის №77/32 (№1017/02, 16.01.2015 წელი) წერილების საფუძველზე,


ვბრძანებ:

  1. გამოცხადდეს მიღება სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიულ მზადებაზე):

    1.1.  ოფთალმოლოგია -  8 ადგილი;
    1.2.  ინფექციური სნეულებანი – 4 ადგილი;
    1.3.  ენდოკრინოლოგია - 2 ადგილი;
    1.4. თერაპიული სტომატოლოგია – 9 ადგილი;
    1.5. ორთოპედიული სტომატოლოგია – 6 ადგილი.
  2. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიულ მზადებაზე) მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
    2.1.  საბუთების მიღება – 20-30 იანვარი;
    2.2.  გასაუბრება – 2 თებერვალი;
    2.3.  შედეგების გამოცხადება – 4 თებერვალი.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
  4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა « უკან დაბრუნება