2017-06-07
ბრძანება №:132/02-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ტრენინგ-კურსის ,,საპროექტო განაცხადის წერა“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ტრენინგ-კურსის ,,საპროექტო განაცხადის წერა“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,საპროექტო განაცხადის წერა“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2017 წლის 05 ივნისის #106/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 06 ივნისი #8639/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,საპროექტო განაცხადის წერა“-ს ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 80 ლარით;
2.
ტრენინგ-კურსის ,,საპროექტო განაცხადის წერა“-ს ღირებულება თსუ-ის სტუდენტებისთვის განისაზღვროს 70 ლარით;
3.
ტრენინგ-კურსის ,,საპროექტო განაცხადის წერა“-ს მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 35 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4.
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა