2017-02-06
ბრძანება №:16/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის და ლაბორანტების თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის და ლაბორანტების თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 16 ოქტომბრის №16/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2017 წლის პირველი თებერვლის №524/28 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგისა და ლაბორანტების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
2.
კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 6 თებერვალს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 13 თებერვლიდან 2017 წლის 17 თებერვლის ჩათვლით;
3.
კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (გამოყენებითი ელექტროდინამიკის და რადიოტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
4.
ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარით.
5.
ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა)
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ)
პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე)
სამოქმედო გეგმა საკონკურსო თანამდებობის ფარგლებში;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.
6.
კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ორგანული ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
7.
ლაბორანტის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარით.
8.
Lლაბორანტის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა)
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ)
ავტობიოგრაფია (CV);
გ)
პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ)
უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე)
სამოტივაციო წერილი;
ვ)
სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.
9.
კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ბიოქიმიის კათედრა) - 1 საშტატო ერთეულზე.
10.
ლაბორანტის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარით.
11.
Lლაბორანტის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა)
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) სამოტივაციო წერილი;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.
12.
ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;
13.
კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ ერთი თვის ვადაში.
14.
დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგის (გამოყენებითი ელექტროდინამიკის და რადიოტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით კაკულია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ოლეგ ხარშილაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) ცისანა გავაშელი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი - მდივანი;
15.
დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტის (ორგანული ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) შოთა სამსონია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) იოსებ ჩიკვაიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) მარინა ტრაპაიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ) ელენე კაცაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი - მდივანი;
16.
დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტის (ბიოქიმიის კათედრა) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დიანა ძიძიგური – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ელენე დავითაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) ნინო არჩვაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი;
დ) მანანა გორდეზიანი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - მდივანი;
17.
დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის და ლაბორანტების თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1 );
18.
საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 13 თებერვლიდან 2017 წლის 17 თებერვლის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი;
19.
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
20.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
21.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა