2019-12-12
ბრძანება №:312/01-01

2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მინიოს უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიის კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მინიოს უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიის კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 24331/10; 12.12.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს  კონკურსი  2020/2021  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ    დაფინანსებული    ერაზმუს+    საერთაშორისო    კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში მინიოს უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული    პერსონალისათვის    შემოთავაზებული სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2019  წლის 13  დეკემბერს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №101 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)  ირმა  გრძელიძე,  თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)   მანანა   რუსიეშვილი,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი; კომისიის წევრი;
გ) ჩარიტა ჯაში, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)  მარინა  მუსხელიშვილი,  თსუ  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)  მაია  მესტვირიშვილი,  თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ) დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
ზ) მაკა ჯორბენაძე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება