2010-11-01
ბრძანება №:102/01-01
"სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 13 ივლისის №679/01-04 და2008 წლის 10 ნოემბრის №97/01-01 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ხელმოწერის უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე" სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 11 აგვისტოს №88/01-04 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ხელმოწერის უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57–ე მუხლისა და 61–ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ
-
მიენიჭოთ ხელმოწერის უფლებამოსილება სასწავლო დეპარტამენტის უფროსს დალი კანდელაკსა და სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს რუსუდან სანადირაძეს სასწავლო დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ შემდეგ დოკუმენტებზე:
ა) დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე (ცნობები);
ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი პროექტების ვიზირება;
გ) წერილებზე ხელმოწერა და ვიზირება.
-
წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 13 ივლისის №679/01-04 და 2008 წლის 10 ნოემბრის №97/01-01 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ხელმოწერის უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე" სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 11 აგვისტოს №88/01-04 ბრძანება წინამდებარე ბრძანება.
- ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გამოაკრას ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა. კვიტაშვილი