2017-05-10
ბრძანება №:92/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2017 წლის 10 აპრილის №07/04 ერთობლივი ბრძანების, 2017 წლის 13 აპრილის №68/01-01 რექტორის ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის,   ირაკლი ბურდულის 2017 წლის 8 მაისის №6745/31-05 და 10 მაისის №6803/31-05 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით (ხოლო უნივერსიტეტის წესდებაში შესაბამისი ცვლილებების კანონით გათვალისწინებული წესით დამტკიცების შემთხვევაში - 10 წლის ვადით) შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 10 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 12 ივნისიდან 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 25 ივლისის;
4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:




ა) სამართლის ისტორია
  კატეგორია „ა“ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

ბ) კერძო სამართალი
კატეგორია „ა“ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
კატეგორია „ბ“ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

გ) კონსტიტუციური სამართალი
კატეგორია „ა“ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კატეგორია „ბ“ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

დ) ადმინისტრაციული სამართალი
კატეგორია „ბ“ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ე) სისხლის სამართალი
კატეგორია „ა“ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კატეგორია „ბ“ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ვ) საერთაშორისო სამართალი 
კატეგორია „ბ“ პროფესორი- 2 საშტატო ერთეული

5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი – MS Word da PDF));     
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 12 ივნისიდან     2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით 09:30 საათიდან 17:30 საათამდე იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში – თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (თსუ II კორპუსი) პირველი სართული (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია), ოთახი №117;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე     მიხეილ ჩხენკელი
« უკან დაბრუნება