2010-10-04
ბრძანება №:226/02-01
,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 29 სექტემბრის №224/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 29 სექტემბრის №224/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 29 სექტემბრის №224/02-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ”.
2. ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 29 სექტემბრის №224/02-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1 შეიქმნას სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით;”
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩომახიძე