2015-03-17
ბრძანება №:338/02-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ 

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 05 მარტის №8805/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
                                
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსულ სტუდენტებს:
ა) 2015 წლის პირველი მარტიდან _ 2015 წლის 10 ივლისის ჩათვლით                                                                                                                                                                                                                    ა.ა) ლაურა იამსიას (ტარტუს უნივერსიტეტი) – თვეში 252.50 ლარი;
   ა.ბ) ვიკტორია ვეზბავიჩიუტეს  (ვილნიუსის უნივერსიტეტი) –თვეში 190 ლარი;
   ა.გ) დოვილე ბერლინსკაიტეს (ვილნიუსის უნივერსიტეტი) –თვეში 190 ლარი;
   ა.დ) იაკუბ ლევანდოვსკის (ჩარლზის უნივერსიტეტი) –თვეში  252.50 ლარი;
ბ)     2015 წლის პირველი მარტიდან _ 2015 წლის პირველი ივნისის ჩათვლით იუსტინა ვაიტიეკუნაიტეს  (ვილნიუსის უნივერსიტეტი), თვეში 190 ლარი;

2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს  სტიპენდია უნივერსიტეტის 2015 წლის  ბიუჯეტში “სხვადასხვა ხარჯების” მუხლში გათვალისწინებული სტიპენდიის  თანხებიდან. 
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება