მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (ბრძანება №918/01-04)
ბრძანება # 918 / 01-04
31.07.2008 წ
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 76-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის № 92 დადგენილებით დამტკიცებული “სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მეშვიდე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
ვბრძანებ:
1.
დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ქვემოთ
ჩამოთვლილი სტუდენტებისათვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით:
1. მაჩიტიძე სოფიო
2. ნემსაძე დავით
3. გულიაშვილი თეა
4. კუნდუხაშვილი გიორგი
5. ბეჟიტაშვილი მაია
6. ზამბახიძე ნათია
7. შავდია ნათია
8. ბჟინავა დავით
9. ბაირამოვი ნაზიმ
10. გელანტია ნანა
11. მიქავა ხატია
12. კოტრიკაძე ნატო
13. მეტრეველი ელზა
14. კოხტაშვილი ეთერ
15. ვახტანგოვი ლელა
16. ფახურიძე თეონა
17. შეყლაშვილი გიორგი
18. გასვიანი ლუშა
19. დავითია დავით
20. ჭოხონელიძე თეონა
21. იოსიფიდი ოლეგ
2. დაევალოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების განახორციელება თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტს (პ. ტურავა).
3. დაევალოს სასწავლო დეპარტმენტს (პ. ტურავა) გადაწყვეტილების პროექტის მომზადება მიმდინარე წლის 8 აგვისტომდე.
4.დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ბრძანების
დაგზავნა უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და იურიდიული
ფაკულტეტისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდეს
უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პრადად.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: მედიცინის ფაკულტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ა.
ცისკარიძის წარდგინება # 10401/02, 01.07.08 წელი.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა « უკან დაბრუნება