2016-06-09
ბრძანება №:88/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის #58/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის   28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ერმი ქემოკლიძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 29 დეკემბრის №213/02-01 ბრძანების და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2016 წლის 02 ივნისის №18781/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის #58/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით გათვალისწინებული დანართი №1-ის 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-4 პუნქტი:

,,4.  მალხაზ აბაშიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  ადმინისტრატორი – ტურიზმის სკოლის მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,   
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                   ერმი ქემოკლიძე



« უკან დაბრუნება