ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ლიცეუმის დაფუძნებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ (ბრძანება 02/01-01)
ბრძანება # 02 / 01-01
31.01.2008 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ლიცეუმის დაფუძნებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ლიცეუმის დაფუძნებასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებების გატარების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ხუბუა გიორგი - რექტორი ( ჯგუფის ხელმძღვანელი)
ბ) გალდავა გულნაზი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გ) მინდელი შოთა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ) დარჩია ირინა - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ე) მარგალიტაძე თინათინი - სასწავლო დეპარტამენტის უფროსი;
ვ) სვანაძე მერაბი - სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ზ) ტურავა პაატა - სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
თ) ბენიძე ლელა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ი) ოვსიანიკოვა ნუნუ - კანცელარიის უფროსი;
კ) ხარბედია რომანი - საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ლ) მებონია ჯემალი - პროფესორი, მოწვეული კონსულტანტი;
მ) ბოჭორიშვილი რამაზი - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ნ) ჯობავა რომანი - რექტორის მრჩეველი.
2. ეთხოვოს სამუშაო ჯგუფს ლიცეუმის დაფუძნებასთან, ლიცენზირებასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ:
ა) იურიდიული დეპარტამეტის უფროსს (ლ. ბენიძეს) ლიცეუმის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა.
ბ) მოწვეულ კონსულტანტს (ჯ. მებონია) სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისათვის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის დასამტკიცებლად წარმოდგენა და მისი ხელმძღვანელობა.
გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია) და სასწავლო დეპარტამენტს (თ. მარგალიტაძე) ლიცეუმის ლიცენზირებასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. დაევალოს თსუ კანცელარიის უფროსს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების უნივერსიტეტის ვებ გვერდზე განთავსება.
4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა