2012-05-21
ბრძანება №:79/02-01
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის №80/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის #80/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,1. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესი.“;
გ) ბრძანებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესი“;
დ) ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,მუხლი 1. ეს წესი განსაზღვრავს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.“;
ე) ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
,,მუხლი 11.
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 4 თვით. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნისას, სტაჟირების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
2. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორს ეძლევა ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ.“;
ვ) ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე « უკან დაბრუნება