2007-07-01
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ქართულ-ფრანგული საერთაშორისო კონფერენციის - «საქართველო და საფრანგეთი - ღვინის ორი ცივილიზაცია» - ჩატარებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ (ბრძანება N104/02-01)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ქართულ-ფრანგული საერთაშორისო კონფერენციის - «საქართველო და საფრანგეთი - ღვინის ორი ცივილიზაცია» - ჩატარებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად 29.10.-4.11. ქართულ-ფრანგული საერთაშორისო კონფერენციის «საქართველო და საფრანგეთი - ღვინის ორი ცივილიზაცია» ჩატარებისათვის შეიქმნას ორგანიზაციული კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გულნაზ გალდავა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (თავმჯდომარე)
ბ) შოთა მინდელი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე
გ) იაგორ კალანდაძე – სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (თავმჯდომარის მოადგილე)
დ) თეა წითლანაძე _ სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (მდივანი)
ე) თენგიზ გორდეზიანი _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
ვ) ნელი ჯამასპიშვილი _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინჟინერი
ზ) თამაზ კრავეიშვილი _ მატერიალური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
თ) ზურაბ მოდებაძე _ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ი) თეა გერგედავა _ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
კ) მაკა სეხნიაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
ლ) რომან ხარბედია – საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

2. დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ზ. მოდებაძე) 30 ოქტომბერს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
3. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს (მ. სეხნიაშვილი), უზრუნველყოს კონფერენციის სათანადო გაშუქება.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს (თ. კრავეიშვილი), უზრუნველყოს ფრანგული დელეგაციის მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურება ვიზიტის განმალობაში (მათ შორის 31.10-3.11 კახეთსა და რაჭაში გადაადგილება) და 30 ოქტომბრის კონფერენციის სათანადო გამართვისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება.
5. დაევალოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს (თ. გერგედავა), უზრუნველყოს სტუმრების აკომოდაციის საკითხის კოორდინირება.
6. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს (რ. ხარბედია) წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად ღონისძიებების დაფინანსება.
7. დაევალოს სამეცნიერო დეპარტამენტს (ი. კალანდაძე) კონფერენციის ღონისძიებათა ხარჯთაღრიცხვის ორ დღეში წარმოდგენა.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო დეპარტამენტს (ი. კალანდაძე)
9. ბრძანება გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს უნივერსიტეტის ელექტრონულ გვერდზე.
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა

« უკან დაბრუნება