2016-01-18
ბრძანება №:06/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9  ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებას პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 11 პუნქტი: ,,11. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრიფით ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში გამოცემული სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის ჩამონათვალი ამავე წლის ბოლოს იბეჭდება გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ში.”
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში.
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                                   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება