2018-11-05
ბრძანება №:290/02-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დალი კანდელაკის 2018 წლის 26 ოქტომბრის N22416/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი
1. მაია გრიგოლია - სტუდენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი- განყოფილებაში (ოთახი N119) არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
2. ეკა ენუქიძე - სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი- განყოფილებაში (ოთახი N120) არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
3. ტარიელ კვიციანი - სტუდენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი სპეციალისტი - მესამე კორპუსის N118 და მე-7 სასწავლო კორპუსის (ქ. წამებულის გამზ. N55) N114 ოთახებში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
4. მზია ტიკიშვილი - სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტი - პირველი სასწავლო კორპუსის N111 ოთახში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხსიმგებელი პირი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა