ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ- პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №81/01-01)
ბრძანება № 81 / 01-01
16.09.2008 წ
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ- პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ- პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად;
-
კონკურსი გამოცხადდეს 2008 წლის 15 სექტემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 15 ოქტომბერი;
-
კონკურსი ცხადდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 13 ასოცირებულ და 3 ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- ფილოლოგიის მიმართულება
ლიტერატურის თეორია - 1 ასოცირებული პროფესორი;
კლასიკური ფილოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი;
ახალი ბერძნული ფილოლოგია _ 1 ასოცირებული, 1 ასისტენტ-პროფესორი;
ლიტერატურული ურთიერთობანი და თარგმანმცოდნეობა - 2 ასოცირებული პროფესორი;
ფრანგული ფილოლოგია (ფრანგული ლიტერატურა) _ 1 ასოცირებული პროფესორი;
იტალიური ფილოლოგია _ 1 ასოცირებული პროფესორი;
- ისტორიის მიმართულება (ამერიკისმცოდნეობა) _ 1 ასოცირებული, 1 ასისტენტ-პროფესორი;
- განათლების მეცნიერებების მიმართულება _ 1 ასოცირებული, 1 ასისტენტ-პროფესორი;
- აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულება
არაბისტიკა - 1 ასოცირებული პროფესორი;
ირანისტიკა _ 1 ასოცირებული პროფესორი;
- კავკასიოლოგიის მიმართულება (კავკასიური ენები) - 1 ასოცირებული პროფესორი
- თსუ ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
(დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი - სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო
ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის
კვლევით პოტენციალს;
კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;
5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
(დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს კანცელარიაში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #1
- ბრძანება გამოქვეყნდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #15611/02 05.09.2008წ.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა