2011-02-02
ბრძანება №:12/02-01

,,სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 დეკემბრის №282/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 დეკემბრის №282/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ერმი ქემოკლიძის 2011 წლის 24 იანვრის №1180/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ,,სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 დეკემბრის №282/02-01 ბრძანებას პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

    ,,11. სატენდერო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს”.

  1. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება